Friday, December 23, 2016

king Parnavaz

და წვიმს და თოვს
და მე ვუდრი ნოლს
და ვისუნთქავ ბოლს
და ვიშავებ ხორხს

all i want it to write
stand in front of deers in the night
sit in front of deers in the light


რაღაცას ვაკეთებ
არ ვიცი რას

die but don't be dead
don't think about it
float float glass boat

Tuesday, December 20, 2016

whiteFire

მე ყველაფერი შემიძლია
როცა შემიძლია ყველაფერი
როცა მიწა მიწა არ არის
როცა ეს ტბაა ცოტა სხვა ფერის
როცა მთვარეა ცოტა სხვა ფორმის
როცა ცეცხლი ანგელოზის ფრთებივით დადის
ვერ გიხსნი, მაგრამ, როცა ყველაფერი სწორად არ არის.
მაშინ მოქმედებს ნამდვილი მე.

ტბაზე გავდივარ ცალი ფეხით
შემდეგ, ხეებს ხელებით ვურევ.
მინდორში, ტყის პირას, ვეფლობი შუბლით.
და ამ იდეალურ, გაყინულ მომენტში
ჩემი ერთადერთი პრობლემა ის არის
რომ ეს განზომილება ჩემი არ არის. 

Wednesday, December 7, 2016

unicorn

ვერ ვარ
ვერ ხედავ?
რაღაც წავიდა
დიდი ხანია არ მიწერია
წრეებს ვიხატავ შუბლზე თითებით
რადგან, წრეების კვალი შავია.

ყოველ სიზმარში
თხა ვარ,
დავდივარ,
და თეთრ ალში ვარ გადახვეული
გარშემო ისევ არაფერია
და მე ვიძინებ თოვლის ფიქრებში.

ყოველ სიზმარში
 თხა ვარ,
დავდივარ.
და ვიღაც იშვერს გადაჭრილ თითებს
შუბლზე მახატავს წრეებს სისხლებით
რადგან სისხლების კვალი შავია.

Tuesday, November 15, 2016

ვიტყუები

შენ გგონია, მე ვგრძნობ?
რამეს
ჩემთვის ყოველთვის რთულია ყოფნა.
მე შენ მოგიტან დამჭკნარ
ყვირილებს
არასდროს მინდოდა თქვენთვის მელოცა.

მოვა დღე, გადაგიყრი წამებს
წამებას, სიცილს და კიდევ ბევრ რამეს.
შენ გგონია, რომ ,ვგრძნობ რამეს?
ეს ყველაფერი ზედაპირს ლოკავს.

Friday, September 2, 2016

visions. eyes-closed.

ახლა რატომღაც ვხედავ თოვლს
ზედმეტად უცნაურად თოვს
ყურიდან ყურამდე დანით გამხიე
რადგან ჩემით გავიცინებ
არასდროს
არასდროს
არასდროს
არასდროს
არასდროს
არასდროს
არასდროს
არასდროს
არასდროს

Wednesday, July 13, 2016

EMPTYWAY

შოკოლადი ჩამიდნა ჩანთაში
ტვინი ჩამიდნა თავში
მეფხაჭნებოდა გუშინ ყელი
მაგრამ არ ვახლე ხელი
ჩემთვის ყოველთვის ბოლოს გეცალა
ბოლოს ავიღე ხელი
ბოლოს სითეთრე გადამეფარა
და ჩავიქნიე ხელი.

_________

ძალიან მარტივად ვიკიდებ
თუმცა, მეგონა, არა.
უცნაურია ცხოვრება
როცა სატურნი გმართავს

ჩახეხილია ოცნება
მშურს ყველა ოპტიმისტი არსების
მშურს და თან ვიცი სადღაც
ჩემშიც ცხოვრობს ესეთი ტიპი

და მე ვეძებდი ამას
და მე ვეძებდი მარად
და მე გადმოვიხედე
და შენ იდექი წითელი, შავად.

_____
"ყველანი უნდა ავდგეთ, და შევიცნოთ სივრცე" - მითხარი შენ.
და მე წამით მეგონე ღმერთი.
თუმცა, არასდროს ამთავრებ აზრს,
მაინც, გზადაგზა იკრებ ხალხს.

მაინც ერთერთი მრგვალი თავი ვარ
შენს უსაზღვრო უსაზღვრო, გადახსნილ ზღვაში
ვცდილობდი შენკენ გამომეგზავნა
ფიქრები რაც შენსასას ასე ძალზედ გავს.

ვიღაც ზემოდან მიყურებს თითქოს
და მეშინია მაღლა ახედვის
რა ვქნა თუ იქ დგას ნამდვილი ღმერთი
შენ კი უბრალოდ მიბნევდი გზას.

_____
შენ არ იცი ,მე რაები ვიცი
შენ არ იცი, მე რაები მაქვს
მე ვიფრინე კოსმოსში, და ისევ უკან
შენ კი უბრალოდ ამოძრავებ ტანს.

Friday, March 18, 2016

Dragonfly

მე მესმის ის
მუსიკა, რომელიც
ბავშვობიდანვე მშლის.
მე ვარ ცივი, როგორც ოქრო
არავინ ეფერება მას
მხოლოდ გარეკანს
პრიალა კანს.
______________

no one cares
 i will sleep
break the rules
go too deep
my mind cracks
i see light
what a delight
_____
ეს არის ბოლო პოსტი
ფრჩხილებით ვფხაჭნი კარს

მე ვარ ნემსიყლაპია
ჩემი სული
ორად გაჭრილი
კვლავ შეერთდება

და მინდა ეს იყოს ბოლო ღამე
ჩამოვარდეს წითელი მეტეორი
და როცა ყველა გაიშვერს თითს ცაში
მე უკვე ვიქნები გზაში.
_____
ვსვამ ფორთოხლის ფრეშს და ვფიქრობ არაფერს და მგონი დღეს ვიღაცამ რაღაც მთხოვა მაგრამ ეგ ფიქრი არასდროს აღარ მოვა და მე ვერ აგიხსნით როგორ მაგრამ ხვალ უკვე აღარ ვბოდავ რადგან ვიპოვე ფურცელი რომელიც იყო თეთრი კურდღელი და მე შევჭამე ის და სული ნოლში და ერთებში ქრის

ATLANTIS

  • ვდგავარ ფირუზისფერ გუბეზე
    რომელიც ლაპლაპებს მარად
    ვიყურები ქვემოთ, სიღრმეში
    და სიღრმეც მიყურებს ავად
    და მე სულ შემეშინდება
    რომ ერთ მშვენიერ წამსაც
    სიღრმიდან პოსეიდონი
    გვირგვინით ამოტეხავს ყინულის საფარს


Wednesday, March 9, 2016

martawritestilltheend

Jerusalem in my heart
I'm choking on coal
Your sound is the best
I wish it never ends
My soul with my brain blends
My English is the best
Fuck Yes

____

i will die with a pen in my hand
and heavy yellow papers on my chest
and pretty good life i had
regardless of what i say

Sunday, March 6, 2016

IDE

მინდოდა რამე მეთქვა
მერე მივხვდი რომ არა
ჩემი გონება ელავს
მინდა ძილი ან ყავა

______________

Stop texting me, damnit
My phone is buzzing stupidly
distracts me
from my Madness & Insanity

_____________

what makes me tick?
my own mind
i don't need your stupid art
ha ha ha
_____________

I know how your brain works
mine works the same
_____________

წვიმა მოდის და ჰაერში შეშდება, წვეთები წვეტებით მეხება და მჭრის

_____________

I'm the queen of all shadow realms
and WHO ARE YOU?!
_____________
I'm a machine, my hands, and all the rest
bla bla bla
soooo metallic
_____________
"დროთა კავშირი დაირღვა და წყეულმა ბედმა მე რად მარგუნა მისი შეკვრა!"
 Hamlet rocks
 королю не весело
 Hamlet doesn't give a fuck
 give a fuck
 give a fuuck
____________



Thursday, March 3, 2016

nope

ცოტა უცნაური ამბები ხდება
როდესაც ვფიქრობ როგორ ვიცხოვრო
თითები ყინულით ნაქარგი ხდება
და ყველა ბოდავს უცნაურ ხმებში

და მე ვაწყდები კედლებზე სიტყვებს
სიტყვებს რომლებიც აზრებს ვერ იტევს
ან მე ვერ მესმის კარგად, ან, მოკლედ,
არ ვიცი რატომ აღარ განვიცდი.

და მე ნელ-ნელა ვივიწყებ სითბოს
და მე ნელ-ნელა ვიღვიძებ, თითქოს
და ვიღაც სადღაც არ დამიჯერებს
და ვიღაც სადღაც მუდამ თამაშობს.

რადგან არავინ იცის მეორე
რადგან არავის უნდა გაიგოს
და როცა ყველა ცალკე დავდნებით
მაშინ იტირებს ჩვენთვის სამყარო.

და მე მინდა რომ მქონდეს გული
რომელიც დაიტევს ყველას
მაგრამ ეს შეუძლებელი წამი
არასდროს არასდროს ღელავს.

ყველაფერს ყოველთვის ბნელში ვჩქმალავდი
რადგან არ მინდა ჩემზე იცოდნენ
და ეს გზა მინათებს დაგრეხილ ისრებს
ძალიან თეთრი მარტოობისკენ.

მეგობარს გუშინ უნდოდა შველა
და მე გავრბოდი როგორც შემეძლო
ბოლოს აღმოჩნდა რომ მეგობრისგან
გადარჩა მხოლოდ ფერფლი და ფენა.

და მე დავკარგე დროში მიზანი
და მე დავკარგე ჩემი ღირსება
და ყველას ძალიან უნდა სიცილი
მაგრამ ჩვენი ხმა იმწამსვე ქრება.

და ეს "მე" უკვე აღარ განიცდის
და ეს "მე" უკვე აღარ გავს ყველას
და ალბათ "მე" სადღაც იქით გამირბის
რადგან აქ მუდამ სიბნელე ელავს.


Saturday, February 20, 2016

RavenFood

I think about different people
Everyday
different
 situations
different
fucking
games to play
who cares
who i am
when the stars
are close to death
I melt
like the sun in my sea
I just know
you are nothing
nothing to me
I wanna throw
my life in the air
for the Ravens
In dispair
and don't cry, boy
i am god
but only you know that
and me

Wednesday, February 3, 2016

detectivenovel

And all of a sudden, I feel like I'm in a detective novel.
_____________________________________________

ჩამაქვრე, შენ მეტი მაინც არაფერი შეგიძლია.
ყველაფერი ძალიან კარგად არის.
მთავარია, თავში ვიღაც არ დამირბის.
არ მაქვს სავსე ვიღაც დემონებით.

____________________________________________

ვერ გავუგე ცხოვრებას, თუ ცხოვრებამ ვერ გამიგო?
ვერ გავიგე.

_____________________________________________

lies in my eyes
im not here
i am there
nobody's gonna save you
save your fucking self
bitch
_____________________________________________


karkar

There are wars I'll never win
Cause I'm a human, I'm cut out of trees
We are not real
Just copies of copies of copies
fuck my individuality, baby
the war in me- something that I'll never win
I want to delete all I've ever been
This unique and talented person that I've once been
I'll become dull - a real human, the one that you'll never be
Because I'm ready, baby, willing
 to never be.

Thursday, January 28, 2016

watervalley

არა,ომი არ დამთავრებულა
ყოველ შემთხვევაში, დღეს
ის ჩემში ისევ ირეკლავს
წვეტიან, წვეტიან მთებს.

და მე მინდა რომ ჩავვარდე ზურგით
შავ-ბნელ და ნაცრისფერ დღეს
ცივ, ცივ
და ძალიან ცივ
და ძალიან ცივ
დღეს.

moodkiller

 მე შენთან არაფერი სალაპარაკო არ მაქვს
ცხოვრება მომჟავო , მოჭრელო ყვავს გავს
არავის ესმის მისი
და არავინ ხედავს მას
მხოლოდ ხმა
ჭრის ჰაერს და კლავს
ჩემს თავში ყველა წარმონაქმნს

Sunday, January 3, 2016

theone

მე ის სასტუმროში დავტოვე
ჩემი თავი
კარგი სასტუმროა, მაგრამ, ძალიან ძალიან შორსაა.
მეტი გზა არ იყო.
მე ის სასტუმროში დავტოვე.
ნელი ნაბიჯით შემოვედით ფოიეში
ხელი მქონდა გადახვეული საკუთარი თავისთვის
და შევიყვანე ის ლიფტში
და ავედით მეცხრე სართულზე
და 999ე ნომერში დავტოვე ის.
სამუდამოდ იქ იჯდება.
მაგაზე მე ვარ პასუხისმგებელი.
შეგიძლიათ მშვიდად იძინოთ.
მე აქ აღარ ვარ.
ვზივარ თბილ საწოლზე
პალტოგაუხდელი
სრულიად მარტო
ლამაზ, უცნობ ოთახში.
ბნელა, ნათურები ანთია, სააბაზანოს კარი შეღებულია და იქიდან ავისმომასწავებელი სიჩუმე გამოდის.
თუმცა, კაცმა რომ თქვას, მყუდროდ ვარ. არავინ მაწუხებს. საინტერესო გრძნობების ტალღები პერიოდულად გადის ჩემს სხეულში.
ხოდა, მეტი რა მინდა?