Sunday, January 3, 2016

theone

მე ის სასტუმროში დავტოვე
ჩემი თავი
კარგი სასტუმროა, მაგრამ, ძალიან ძალიან შორსაა.
მეტი გზა არ იყო.
მე ის სასტუმროში დავტოვე.
ნელი ნაბიჯით შემოვედით ფოიეში
ხელი მქონდა გადახვეული საკუთარი თავისთვის
და შევიყვანე ის ლიფტში
და ავედით მეცხრე სართულზე
და 999ე ნომერში დავტოვე ის.
სამუდამოდ იქ იჯდება.
მაგაზე მე ვარ პასუხისმგებელი.
შეგიძლიათ მშვიდად იძინოთ.
მე აქ აღარ ვარ.
ვზივარ თბილ საწოლზე
პალტოგაუხდელი
სრულიად მარტო
ლამაზ, უცნობ ოთახში.
ბნელა, ნათურები ანთია, სააბაზანოს კარი შეღებულია და იქიდან ავისმომასწავებელი სიჩუმე გამოდის.
თუმცა, კაცმა რომ თქვას, მყუდროდ ვარ. არავინ მაწუხებს. საინტერესო გრძნობების ტალღები პერიოდულად გადის ჩემს სხეულში.
ხოდა, მეტი რა მინდა? 

No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.