Friday, March 18, 2016

Dragonfly

მე მესმის ის
მუსიკა, რომელიც
ბავშვობიდანვე მშლის.
მე ვარ ცივი, როგორც ოქრო
არავინ ეფერება მას
მხოლოდ გარეკანს
პრიალა კანს.
______________

no one cares
 i will sleep
break the rules
go too deep
my mind cracks
i see light
what a delight
_____
ეს არის ბოლო პოსტი
ფრჩხილებით ვფხაჭნი კარს

მე ვარ ნემსიყლაპია
ჩემი სული
ორად გაჭრილი
კვლავ შეერთდება

და მინდა ეს იყოს ბოლო ღამე
ჩამოვარდეს წითელი მეტეორი
და როცა ყველა გაიშვერს თითს ცაში
მე უკვე ვიქნები გზაში.
_____
ვსვამ ფორთოხლის ფრეშს და ვფიქრობ არაფერს და მგონი დღეს ვიღაცამ რაღაც მთხოვა მაგრამ ეგ ფიქრი არასდროს აღარ მოვა და მე ვერ აგიხსნით როგორ მაგრამ ხვალ უკვე აღარ ვბოდავ რადგან ვიპოვე ფურცელი რომელიც იყო თეთრი კურდღელი და მე შევჭამე ის და სული ნოლში და ერთებში ქრის

No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.