Wednesday, December 7, 2016

unicorn

ვერ ვარ
ვერ ხედავ?
რაღაც წავიდა
დიდი ხანია არ მიწერია
წრეებს ვიხატავ შუბლზე თითებით
რადგან, წრეების კვალი შავია.

ყოველ სიზმარში
თხა ვარ,
დავდივარ,
და თეთრ ალში ვარ გადახვეული
გარშემო ისევ არაფერია
და მე ვიძინებ თოვლის ფიქრებში.

ყოველ სიზმარში
 თხა ვარ,
დავდივარ.
და ვიღაც იშვერს გადაჭრილ თითებს
შუბლზე მახატავს წრეებს სისხლებით
რადგან სისხლების კვალი შავია.

No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.