Tuesday, December 20, 2016

whiteFire

მე ყველაფერი შემიძლია
როცა შემიძლია ყველაფერი
როცა მიწა მიწა არ არის
როცა ეს ტბაა ცოტა სხვა ფერის
როცა მთვარეა ცოტა სხვა ფორმის
როცა ცეცხლი ანგელოზის ფრთებივით დადის
ვერ გიხსნი, მაგრამ, როცა ყველაფერი სწორად არ არის.
მაშინ მოქმედებს ნამდვილი მე.

ტბაზე გავდივარ ცალი ფეხით
შემდეგ, ხეებს ხელებით ვურევ.
მინდორში, ტყის პირას, ვეფლობი შუბლით.
და ამ იდეალურ, გაყინულ მომენტში
ჩემი ერთადერთი პრობლემა ის არის
რომ ეს განზომილება ჩემი არ არის. 

No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.