არა,ომი არ დამთავრებულა
ყოველ შემთხვევაში, დღეს
ის ჩემში ისევ ირეკლავს
წვეტიან, წვეტიან მთებს.
და მე მინდა რომ ჩავვარდე ზურგით
შავ-ბნელ და ნაცრისფერ დღეს
ცივ, ცივ
და ძალიან ცივ
და ძალიან ცივ
დღეს.
Thursday, January 28, 2016
moodkiller
მე შენთან არაფერი სალაპარაკო არ მაქვს
ცხოვრება მომჟავო , მოჭრელო ყვავს გავს
არავის ესმის მისი
და არავინ ხედავს მას
მხოლოდ ხმა
ჭრის ჰაერს და კლავს
ჩემს თავში ყველა წარმონაქმნს
ცხოვრება მომჟავო , მოჭრელო ყვავს გავს
არავის ესმის მისი
და არავინ ხედავს მას
მხოლოდ ხმა
ჭრის ჰაერს და კლავს
ჩემს თავში ყველა წარმონაქმნს
Sunday, January 3, 2016
theone
მე ის სასტუმროში დავტოვე
ჩემი თავი
კარგი სასტუმროა, მაგრამ, ძალიან ძალიან შორსაა.
მეტი გზა არ იყო.
მე ის სასტუმროში დავტოვე.
ნელი ნაბიჯით შემოვედით ფოიეში
ხელი მქონდა გადახვეული საკუთარი თავისთვის
და შევიყვანე ის ლიფტში
და ავედით მეცხრე სართულზე
და 999ე ნომერში დავტოვე ის.
სამუდამოდ იქ იჯდება.
მაგაზე მე ვარ პასუხისმგებელი.
შეგიძლიათ მშვიდად იძინოთ.
მე აქ აღარ ვარ.
ვზივარ თბილ საწოლზე
პალტოგაუხდელი
სრულიად მარტო
ლამაზ, უცნობ ოთახში.
ბნელა, ნათურები ანთია, სააბაზანოს კარი შეღებულია და იქიდან ავისმომასწავებელი სიჩუმე გამოდის.
თუმცა, კაცმა რომ თქვას, მყუდროდ ვარ. არავინ მაწუხებს. საინტერესო გრძნობების ტალღები პერიოდულად გადის ჩემს სხეულში.
ხოდა, მეტი რა მინდა?
Subscribe to:
Posts (Atom)