რაღაც მჭირს, ვიცი, და მე ეს ყოველთვის ვიცოდი
მაგრამ, დღეს განსაკუთრებით ვიცი
როგორ მიდიხარ გავლით
ნახევრად ხედავ ყველაფერს
როგორ მჭირს ვიღაც და თან ვარ ძალიან ზედაპირული
არადა, როგორ ქვემოთ მივდიოდი
როცა მინდოდა და არ მინდოდა.
მე მეშინია სიღრმის ჩემში
მაგრამ, მაგისთვის არ ვარ გაჩენილი
როგორც პეპელა ყინულის მთებში
გვერდს მე აგივლი.
როგორც სიკვდილი დაღებულ ყბებში
როგორც სიმღერა, რომელიც აღარ იმღერება
რადგან, ვიღაცას მისი ჩაწერა დაავიწყდა
და გაქრა.