საკუთარ თავში შევძვრები და დავიგორგლები და დავიგორგლები
გარეთ ყოველთვის დადიან უაზრო, ჩემთვის სულ ერთი, შავი ლანდები
შავი ლანდები პირებს აღებენ და ზედ მანთხევენ მოშავო მელანს
და, შემდეგ, ვითომც აქ არაფერი, მისრიალებენ შორს
და მე მტეხავს
გარემო რომელშიც არასდროს ვჯდები
სიტყვები რომელთაც ვერასდროს ვწვდები
ღიმილი, რომელსაც, ყოველთვის ვხვდები,
როდის, რამდენი ბზარი უჩნდება.
გამოდი როგორც კი ოქროდ იქცევი
მანამდე საკუთარ თავში იყურე.
საკუთარ თავში
იკვეცე, იკეცე, იხოხე, იყვირე და
ზოგჯერ,
ხანდახან,
კიდეც
იყმუვლე.