Wednesday, July 13, 2016

EMPTYWAY

შოკოლადი ჩამიდნა ჩანთაში
ტვინი ჩამიდნა თავში
მეფხაჭნებოდა გუშინ ყელი
მაგრამ არ ვახლე ხელი
ჩემთვის ყოველთვის ბოლოს გეცალა
ბოლოს ავიღე ხელი
ბოლოს სითეთრე გადამეფარა
და ჩავიქნიე ხელი.

_________

ძალიან მარტივად ვიკიდებ
თუმცა, მეგონა, არა.
უცნაურია ცხოვრება
როცა სატურნი გმართავს

ჩახეხილია ოცნება
მშურს ყველა ოპტიმისტი არსების
მშურს და თან ვიცი სადღაც
ჩემშიც ცხოვრობს ესეთი ტიპი

და მე ვეძებდი ამას
და მე ვეძებდი მარად
და მე გადმოვიხედე
და შენ იდექი წითელი, შავად.

_____
"ყველანი უნდა ავდგეთ, და შევიცნოთ სივრცე" - მითხარი შენ.
და მე წამით მეგონე ღმერთი.
თუმცა, არასდროს ამთავრებ აზრს,
მაინც, გზადაგზა იკრებ ხალხს.

მაინც ერთერთი მრგვალი თავი ვარ
შენს უსაზღვრო უსაზღვრო, გადახსნილ ზღვაში
ვცდილობდი შენკენ გამომეგზავნა
ფიქრები რაც შენსასას ასე ძალზედ გავს.

ვიღაც ზემოდან მიყურებს თითქოს
და მეშინია მაღლა ახედვის
რა ვქნა თუ იქ დგას ნამდვილი ღმერთი
შენ კი უბრალოდ მიბნევდი გზას.

_____
შენ არ იცი ,მე რაები ვიცი
შენ არ იცი, მე რაები მაქვს
მე ვიფრინე კოსმოსში, და ისევ უკან
შენ კი უბრალოდ ამოძრავებ ტანს.