თუ გგონიათ რომ ჩემს თავს აღვიქვამ, ძალიან ცდებით. რამდენჯერ ჩამივლია სარკესთან და ვერ მიცვნია ჩემი სიფათი.
ასევე, აზრზე ვერ მოვდივარ, როგორი ვარ შინაგანად.
ბაზარი არაა, ობიექტური რეალობა არ არსებობს და ყველასთვის სხვადასხვანაირი ვარ, მაგრამ მაინც, მაინტერესებს და რა ვქნა...
საერთოდ, ის ფაქტი, რომ მხოლოდ ჩემი თვალებით ვხედავ და ჩემს აზრებს ვკითხულობ და ჩემს სხეულს ვაკონტროლებ და მხოლოდ ჩემს მოგონებებში შემიძლია შეღწევა, ისე მაგიჟებს და მაოცებს, რომ ხანდახან ხელებიც დამიკბენია სიმწრისგან. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?.. არ ვიცი, ღმერთმა იცის, არ ვიცი.
იმდენი შრეა ჩვენს ცხოვრებაში... ფიქრის, განწყობის, მოქმედებების, მატერიალური და აბსტრაქტული რაღაცები ერთმანეთშია გადახლართული და ვერ გაგვირკვევია რომელ პლანზე ვიარსებოთ. ალბათ ყველაზე უნდა ვიყოთ გადანაწილებულები და პოზიტიური მდგომარეობა უნდა შევინარჩუნოთ, თორემ დავიღუპებით. ციდან ელვას გვესვრიან.
ყველაფერი ჩვენს ხელთაა, რატომ არ შეიძლება, რომ სამყარო უფრო საინტერესო იყოს?.. თუ თქვენ ერთობით და ერთი მე მაქვს ეს პრობლემა? არ ვიცი... ხომ შეიძლება, უფრო ჯადოსნური აურა იყოს? უფრო დიდი ინტერესი ჰქონდეს ხალხს ხელოვნების მიმართ და აღარ იციკლებოდნენ მომავალზე და საზოგადოების მიერ დაწესებულ იდიოტურ კანონებზე.
მოსიარულე მკვდრები ვართ.